Logo

რეზო ამაშუკელი – ფრთხილად იყავით და როგორც ხარფუხში ამბობენ, ტოლი ნახეთ და ხანდახან კოჭიც გააგორეთ

პოლიტიკა
1544
Frontnews image description

ვინც გინდა იყოს, ვინც თეა წულუკიანს ალმაცერად გახედავს ან რაიმე შეუფერებელი ფრაზა წამოსცდება, მე მას ომს ვუცხადებ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეზო ამაშუკელი წერს.

 

“ქალბატონებო და ბატონებო!

 

ვწუხვარ, რომ ვიზუალურად ვერ ვახერხებ თქვენთან შეხვედრას. უნდა მოგახსენოთ, რომ როგორც კარგად შენიღბული (ხშირად აშკარადაც) ბატონი ბერნარდ შოუ, გამოკვეთილი ფაშისტი ამბობს, ჩემი გარდაცვალების ცნობა რბილად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეესაბამება!

 

ეხლა კი პირდაპირ ვაცხადებ:

 

ვინც გინდა იყოს, ვინც თეა წულუკიანს ალმაცერად გახედავს ან რაიმე შეუფერებელი ფრაზა წამოსცდება, მე მას ომს ვუცხადებ. ვისაც შნო გაქვთ, მეომეთ.

 

ყველას, ვისაც მე ვგულისხმობ ბიოგრაფიები, მათი საქმიანობა და ასე შემდეგ, ხელის გულზე მიდევს.

 

ასე რომ, ფრთხილად იყავით და როგორც ხარფუხში ამბობენ, ტოლი ნახეთ და ხანდახან კოჭიც გააგორეთ.

 

ეხლა მათთვის ვისაც პოეზია უყვარს, (გია ბუღაძისთვის ორ სტრიქონიანი ლექსი მაქვს, ასე იწყება “ავედი ხეზე”, დანარჩენი ვისაც ეკუთვნის თვითონ დაამთავროს.)

 

გიტოვებთ ჩემს ერთ ძველ ლექსს და კარგად ბრძანდებოდეთ!”, – წერს ამაშუკელი.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2F100040016974152%2Fvideos%2F315362716970953%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”314″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები