Logo

რეზო აფხაზავა – მარტო საგამოცდო პროგრამაში არ გააუქმეს რაღაცები, მათ გააუქმეს ზოგადი განათლება

პოლიტიკა
1229
Frontnews image description

საქმე ისაა, რომ “ქართული ოცნების“ მიერ სისტემურად მიმდინარეობდა, წლების განმავლობაში, განათლების სისტემის გარდაქმნა საარჩევნო, ელექტორალურ სათბურებად. მარტო საგამოცდო პროგრამაში არ გააუქმეს რაღაცები, მათ გააუქმეს ზოგადი განათლება, – ამის შესახებ განათლების ექსპერტმა რეზო აფხაზავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება, ამ განათლების სისტემის გაუმართაობის გამო, ვერ რეაგირებს და კომპლექსურ სურათებს ვერ ხედავს.

“საქმე იმაშია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ, სისტემურად მიმდინარეობდა, წლების განმავლობაში, განათლების სისტემის გარდაქმნა საარჩევნო, ელექტორალურ სათბურებად. მარტო საგამოცდო პროგრამაში არ გააუქმეს რაღაცები, მათ გააუქმეს ზოგადი განათლება, გააუქმეს მასწავლებლის პროფესია და აქციეს აგიტატორებად მასწავლებლები, გააუქმეს სკოლის დირექტორის პროფესია და დირექტორები აქციეს პარტიულ კოორდინატორებად. ერთადერთი ამოცანა განათლების სისტემისა იყო ის, რომ მოეგროვებინა საარჩევნო ხმები.

შეუთავსებელია, რომ პარტიული დავალებები ასრულო და თან იყო სკოლის დირექტორი, რომელიც დემოკრატიულ კლიმატს შექმნის სკოლაში და აქტიურ მოქალაქეს აღზრდის. ეს არის თანმიმდევრული, საბჭოთა მემკვიდრეობის სისტემა, რომელსაც რუსეთმა ტრანსფორმაცია გაუკეთა, ამ სისტემად აქცია რუსეთმა და „ქართულმა ოცნებამ“ მწყობრად და თანმიმდევრულად გადმოიტანა. ჩვენი საზოგადოება, ამ განათლების სისტემის გაუმართაობის გამო, ვერ რეაგირებს და კომპლექსურ სურათებს ვერ ხედავს“, – განაცხადა რეზო აფხაზავამ.

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებებია. კერძოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში სრულად ამოღებულია იგავ-არაკები, ალექსანდრე ყაზბეგის, პაოლო იაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება, ხოლო ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ამოღებულია ნაწილი, მათ შორის “პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი”. აღნიშნულს განათლების სამინისტრო პასუხობს და აცხადებს, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოები არ არის ამოღებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები