
ავტორი
Front News საქართველო
ვაპირებთ ყოველდღე მივწეროთ წერილი ბათუმის მერს, – აცხადებენ ბათუმის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი ტრადიციულიდ, პრობლემურ საკითხებზე პასუხის მიღებას ქალაქის მერისაგან ითხოვენ, თუმცა არჩილ ჩიქოვანი ოპოზიციის წარმომადგენლებს არ ხვდება და მისი კაბინეტის შესასვლეს პოლიციის ჯგუფი იცავს.
ამჯერად ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სტიქიისგან დაზიაბებული სანაპიროს გადასარჩენად სამუშაო ჯგუფის შექმნას ითოვს. ამ შინაარსის განცხადება ოპოზიციამ მერის სახელზე კანცელარიაში დაარეგისტრირა.
“ჩვენ გადავწყვიტეთ მერთან ახალი, ჩვენი კომუნიკაციის ფორმა გამოგვენახა. ყოველ დილით ბატონი მერი მიიღებს 5 – 6, ან 7, ან შეიძლება 1 კითხვას ქალაქში არსებულ პრობლემებზე. ჩვენ არ ვაპირებთ მერიაში შესვლას. ეს ბიჭები ტყუილად შეაწუხა, ვაპირებთ ყოველდღე მივწეროთ წერილი მერს”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რეზო ხარაზმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს