
ავტორი
Front News საქართველო
იმ დროს, როცა ამბობდნენ ევროპა არ გვინდაო, გარეთ გამოსვლა ვალდებულება იყო და არა დანაშაული და ჩვენ დანაშაულად ჩაგვითვალეს, - ამის შესახებ დაკავებულმა აქტივისტმა რეზო კიკნაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, მას მოსანანიებელი არაფერი აქვს და უსამართლობაზე ისევ ისე აიმაღლებს ხმას.
"მინდა, ყოველდღე დავსვა კითხვა - რით მოგვწამლეს 28 ნოემბრიდან დეკემბრამდე?! ხომ უნდა ვიცოდეთ, რა ქიმიურ ნივთიერებებს უშვებდნენ?! სანამ პასუხს არ მივიღებთ, ინტენსიურად უნდა ვიკითხოთ, რადგან ორმაგს გააკეთებენ მერე და ხმის ამომღებიც არავინ იქნება.
იმ დროს, როცა ამბობდნენ ევროპა არ გვინდაო, გარეთ გამოსვლა ვალდებულება იყო და არა დანაშაული და ჩვენ დანაშაულად ჩაგვითვალეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს ყველაფერი გავუტარეთ და დღეს გვეუბნებიან, რომ ჩვენი ბედი აშხაბადში წყდება. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩუმად იყავით ბატონო მოსამართლევ, ბატონო პროკურორო.
რა უნდა მოვინანიო, ისევ ისე ავიმაღლებ ხმას უსამართლობაზე", - განაცხადა რეზო კიკნაძემ.
თაგები:
რეზო კიკნაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს