Logo

რეზო კიკნაძე - თქვენ რომ გაგასამართლებენ და აუცილებლად გაგასამართლებენ, არავინ დაგაფასებთ, თქვენთვის არავინ დაღვრის ცრემლებს

საზოგადოება
320
Frontnews image description

თქვენ რომ გაგასამართლებენ და აუცილებლად გაგასამართლებენ გუშინდელი და არამარტო გუშინდელი გადაწყვეტილებების გამო, არავინ დაგაფასებთ, თქვენთვის არავინ დაღვრის ცრემლებს, - ასე მიმართა აქციების დროს დაკავებულმა აქტივისტმა რეზო კიკნაძემ მოსამართლეს. 

მან დაკავებულ მათე დევიძესაც მიმართა, რომ მალე აუცილებლად გათავისუფლდებიან.

"თქვენ რომ გაგასამართლებენ და აუცილებლად გაგასამართლებენ გუშინდელი და არამარტო გუშინდელი გადაწყვეტილებების გამო, არავინ დაგაფასებთ, თქვენთვის არავინ დაღვრის ცრემლებს, თქვენთვის არავინ გაავსებს სასამართლოს ეზოებს და თქვენზე არავის აუჩუყდება გული. არ გეგონოთ, რომ არ მოგეკითხებათ იმ უკანონობის გამო, რაც გადაწყვიტეთ და რაც გადაგიწყვეტიათ.

მათეს მინდა ვუთხრა - ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, ჩვენ აუცილებლად წამოვდგებით, ერთმანეთს წამოვაყენებთ და იმ გიტარაზეც ერთად დავუკრავთ", - განაცხადა რეზო კიკნაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

Advertisement