
ავტორი
Front News საქართველო
“ჩვენ ვიცით, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი დაესხა თავს 2008 წელს. პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს. მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობ მიმდინარე ხელისუფლებაზე, საქართველო იმსახურებს ადგილს ჩვენს პოლიტიკურ ოჯახში, რომელიც არის ევროკავშირი,’’ – განაცხადა ევროპარლამენტში რიჩარდ ჩარნეცკიმ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო, უკრაინა და მოლდოვამ დაიმსახურეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება.
“ჩვენმა შემდეგმა სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოიწვიოს როგორც საქართველო, ასევე, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, როგორც კანდიდატი ქვეყნები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნებმა დაიმსახურეს ეს. ეს რომ არ მოხდეს, ეს იქნება ძალიან ხელსაყრელი პრეზიდენტ პუტინისთვის”, – განაცხადა რიჩარდ ჩარნეცკიმ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს