რიჩარდ ქოქრილი ბორჯღალოსნებს და "შავ ლომს" აღარ გაწვრთნის

ავტორი
Front News საქართველო
ორწლიანი საქმიანობის შემდეგ, ინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ ქოქრილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს.
მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 2024 და 2025 წლებში ორჯერ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი და 2027 წლის მსოფლიო თასის საგზურიც მოიპოვა.
საერთო ჯამში, ქოქრილის თავკაცობით ბორჯღალოსნებმა ორი წლის განმავლობაში, 22 შეხვედრა ჩაატარეს და 14 გამარჯვება მოიპოვეს.
ეროვნული ნაკრების პარალელურად, რიჩარდ ქოქრილი „შავი ლომის“ მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა. ქართულმა ფრენჩაიზმა 2024 წელს რაგბი ევროპის სუპერ თასი მოიგო, ხოლო იმავე წელს ჩელენჯ თასზე საფრანგეთის ტოპ 14-ის წარმომადგენელი „ვანი“ დაამარცხა.
საქართველოს რაგბის კავშირში ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
თაგები:
რიჩარდ ქოქრილი




