რიგაში, მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს

ავტორი
Front News საქართველო
რიგაში გამართული მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირი – "Riga City Council’s Cup 2025“ საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებით დასრულდა. ქართველმა სპორტსმენებმა სამი მედლის მოპოვება შეძლეს.
19 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ანასტასია ჩხარტიშვილი ასპარეზობდა, რომელმაც ფინალში მასპინძელი ლატვიელი პოლინა სტასევსკა ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
14 წლამდე კატეგორიაში ანდრია ჩხარტიშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ნორვეგიელი ერიკ ბელინი 3:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ასევე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა 12 წლამდე კატეგორიაში მონაწილე ელენე ქობალია, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ესტონელი მონა სომსი 3:2 ანგარიშით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირი 23 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართა. ოთხდღიანი შეჯიბრი ევროპის ახალგაზრდა ტალანტებს აერთიანებდა.
თაგები:
მაგიდის ჩოგბურთი




