Logo

რიჰო ტერასი – ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში დემოკრატიის დასამარებაზე

პოლიტიკა
08.10.2024 / 22:40
937
Frontnews image description

ძალიან ნათელი სიგნალი უნდა მივცეთ სანქციების დაწესებით იმ ხალხსა და ორგანიზაციებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლისთვის. ხელმძღვანელით, ოლიგარქ ივანიშვილით  უნდა დავიწყოთ, რათა მაგალითი შევქმნათ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰო ტერასმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე განაცხადა.

მისივე თქმით,  პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება ოპოზიციის გაუქმებასთან დაკავშირებით, დიქტატურის მტკიცებულებაა.

“ყოველი არჩევნების დროს სულ უფრო მეტ ძალადობრივ ინციდენტებსა და წინასაარჩევნო ღონისძიებებს ვხედავდით, რომელსაც რეჟიმთან დაახლოებული ხალხი აორგანიზებდა, ოპოზიციურ ლიდერებს აპატიმრებენ და თავისუფალ მედიას აჩუმებენ.

პრემიერ-მინისტრ კობახიძის ცოტა ხნის წინანდელი განცხადება ოპოზიციის აკრძალვის შესახებ, თუ “ქართული ოცნება” მომავალ არჩევნებში გაიმარჯვებს, არა უბრალოდ საგანგაშო ნიშანია – მტკიცებულებაა დიქტატურის, რომელიც თავის შანსს ელის. მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ ძალიან ნათელი სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით იმ ხალხსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლისთვის. ხელმძღვანელით, ოლიგარქ ივანიშვილით უნდა დავიწყოთ, რათა მაგალითი შევქმნათ”, – განაცხადა რიჰო ტერასმა.

Advertisement