რიკ დემსი – პოლიტიკოსებმა შეგიძლიათ დაიწყოთ საქმის კეთება, ისაუბროთ პოლიტიკაზე და არ აქციოთ ის პირადულად


ავტორი
Front News საქართველო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დემსის განცხადებით, საქართველოში პოლარიზაცია უნდა შემცირდეს და ის უნდა გაკეთდეს, რაც ხალხს აღელვებს.
მისივე თქმით, პოლიტიკა პირად საკითხად არ უნდა იქცეს.
“თავიდანვე მინდა, ვთქვა, რომ იშვიათად მინახავს პოლიტიკური გარემო, რომელიც ასე პოლარიზებულია, სადაც გარკვეულწილად ეს პირადიცაა. ამიტომ, პირველი გზავნილი, რაც მინდა, გითხრათ, თუმცა ეს პირადი მოსაზრებაა, როგორც ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტის, შეგიძლიათ, პოლიტიკოსებმა დაიწყოთ საქმის კეთება, ისაუბროთ პოლიტიკაზე და არ აქციოთ ის პირადულად, რადგან სწორედ ეს შთაბეჭდილება მრჩება. შესაძლოა, ვცდებოდე. შეამცირეთ პოლარიზება, ეცადეთ, აკეთოთ ის საქმე, რაც ქუჩაში ხალხს აღელვებს, რადგან პოლიტიკა მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვისაა. ეს ასევე არის ევროპის საბჭოს ამოცანაც. ევროპის საბჭოსა და საპარლამენტო ასამბლეის საქმეა, დაიცვას ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური თავისუფლება, სიტყვისა და პრესის თავისუფლება, კანონის უზენაესობა და დემოკრატია, ესაა ჩვენი საქმე. ეცადეთ დეპოლარიზებას და საქმეს დაუბრუნდით, ჩემი აზრით, ეს პრესასაც ეხება“, – განაცხადა რიკ დემსმა.
თაგები:
რიკ დემსი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს