რიკოთზე სატვირთო მიკროავტობუსის და ტრაილერის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
შემთხვევა
1455

ავტორი
Front News საქართველო
რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





