რიკოთზე ტრაილერმა მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა - მომხდარის გამო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია

ავტორი
Front News საქართველო
რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა, რომელმაც მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მსუბუქ ავტომობილში 2 ზრდასრული და 3 არასრულწლოვანი იმყოფებოდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თაგები:
ავტოსაგზაო შემთხვევა




