რინკევიჩი – ბოროტებასთან კაპიტულაცია არ შეიძლება, მასთან ბრძოლა გამარჯვებამდეა საჭირო


ავტორი
Front News საქართველო
ბოროტებასთან კაპიტულაცია არ შეიძლება, მასთან ბრძოლა გამარჯვებამდეა საჭირო, – ასე ეხმაურება ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი რომის პაპის განცხადებას.
“ბოროტების წინაშე კაპიტულაცია არ შეიძლება, უნდა ებრძოლოთ მას და დაამარცხოთ ისე, რომ ბოროტებამ აღმართოს თეთრი დროშა და კაპიტულაცია მოახდინოს”, – წერს რინკევიჩი სოციალურ ქსელში.
რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ომთან დაკავშირებით მოულოდნელი განცხადება გააკეთა. ინტერვიუს ჩანაწერის მიხედვით, რომელიც 20 მარტამდე არ გამოქვეყნდება, პონტიფიკოსმა განაცხადა, რომ ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც “უყურებს სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, ეყოფა გამბედაობა აღმართოს თეთრი დროშა და მოლაპარაკებები აწარმოოს”.
თაგები:
ედგარს რინკევიჩი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს