რინკევიჩი – უკრაინის მოსაზღვრე ნატო-ს ქვეყნებმა ახალ საჰაერო თავდაცვაზე უნდა იფიქრონ


ავტორი
Front News საქართველო
ბოლოდროინდელი რაკეტის ვარდნა პოლონეთში იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ნატოს ქვეყნებმა, განსაკუთრებით უკრაინის მოსაზღვრეებმა, უნდა განიხილონ დამატებითი საჰაერო თავდაცვის საკითხი, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის დეკლარაციის პროექტში დაყენებულია საჰაერო თავდაცვის საკითხი – ამისთვის გამოიყო დამატებითი თანხები.
რინკევიჩის განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ცხადია, რომ, რომ არ ყოფილიყო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მსგავსი ინციდენტი არ მოხდებოდა.
15 ნოემბერს პოლონეთში ორი რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
თაგები:
ედგარს რინკევიჩი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს