რიო-დე-ჟანეიროს კორკოვადოს მთაზე ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და ორ ქვეყანას შორის მეგობრობის სიმბოლურ დასტურად მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული ღირსშესანიშნაობა - ქ. რიო-დე-ჟანეიროს კორკოვადოს მთაზე ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა.
საქართველოს საელჩო და ბრაზილიაში საქართველოს ელჩი ზურაბ მჭედლიშვილი პროექტის მხარდაჭერისათვის რიო-დე-ჟანეიროს შტატის გუბერნიას, “ქრისტე რედენტორის" ტაძრის მრევლს, ტექნიკურ ჯგუფსა და კომპანია “Promotional Travel“-ის ხელმძღვანელობას მადლობას უხდის.
თაგები:
რიო-დე-ჟანეირო






