
ავტორი
Front News საქართველო
რიონის ხეობაში ვითარება დაძაბულია. სამართალდამცველები გიგანტური ჰესის მოწინააღმდეგეების კარვებს შლიან. ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციამ ადგილზე ალკოჰოლური სასმელები მიიტანა, რათა სიტუაცია ისე შეფუთონ, თითქოს სამართალდამცველებმა კარვებიდან ალკოჰოლი ამოიღეს.
"არაადამიანობის მწვერვალია რაც ხდება. დაგვიშალეს კარვები და რაც ყველაზე უარესია, სამართალდამცველებმა მოიტანეს არყები, თითქოს ჩვენ აქ ვსვამდით, რაც დააკავშირეს გუშინდელ ტრაგიკულ მოვლენასთან და იმ დეზინფორმაციასთან, თითქოს ის ადამიანი, ვინც შევიდა რიონში, იყო ნასვამი. ასეთი ბავშვური ფანდებით ცდილობენ ამის დაკავშირებას", – აცხადებენ ადგილობრივები.
ვითარება დაძაბულია პროტესტის მეორე ეპიცენტრშიც, გუმათის დასახლებაში, სადაც რიონის ხეობის მცველები იმყოფებიან. ისინი ითხოვენ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილდნენ, თუმცა პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ნამახვანში წასვლისა და მუშაობის უფლებას არც ჟურნალისტებს აძლევენ. პოლიციამ გუმათჰესთან მოწყობილ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ყველა გადამღები ჯგუფი შეაჩერა და მათ გადაადგილების უფლებას არ აძლევს.
ცოტა ხნის წინ, შსს-მ ჰესების მოწინააღმდეგეთა კარვების აღების გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული კი ამინდის გაუარესებასა და დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოებს დაუკავშირა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს