Logo

რიონის ხეობაში პოლიციამ ორი პირი დააკავა

Frontnews image description

რიონის ხეობაში, სადაც მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს, პოლიციამ ორი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევა ედება, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

რიონის ხეობაში, ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო. "მონა! წადი!" – ამ შეძახილების ფონზე განახლდა ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები. ტერიტორიაზე სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხეობაში კომპანია "ენკას" ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ჩავიდა. იგი ჰესის მოწინააღმდეგეებთან შესახვედრად პოლიციის თანხლებით მივიდა.

პოლიციას ნამახვანისკენ მიმავალი გზები გადაკეტილი აქვს.

თაგები:

Advertisement