
ავტორი
Front News საქართველო
რიონის ხეობაში წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს. დილიდან, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და სპეცდანიშნულების რაზმი.
გიგანტური ჰესის მოწინააღმდეგეებს, ჰესის მშენებლობის ადგილზე ისევ არ უშვებენ. გზა გადაკეტილია. სამოქალაქო აქტივისტები ამ წუთებში, გუმათის დასახლებაში არიან შეკრებილი და სურთ, რომ 12:00 საათზე ნამოხვანის მიმართულებით დაიძრნენ, სადაც აქციაა ჩანიშნული.
"ჩვენ სწორედ იმ მიზნით შევიკრიბეთ დღეს აქ, რომ ჩვენი კანონიერი უფლება მოვთხოვოთ პოლიციას, რომ ძირითად პროტესტის ადგილზე გადავადგილდეთ ჩვეულებრივ. მოგვცენ გზაზე მშვიდობიანად გადაადგილების უფლება. გუშინ, აქ დამრჩენი ადამიანები მოატყუა პოლიციამ, რომ თუ ღამეს გაათევდნენ არ დაჯარიმდებოდნენ, მაგრამ 20:55 წუთზე გამოუცხადეს, რომ თუ არ წავიდოდნენ სახლებში დააჯარიმებდნენ, ასეთი ულტიმატუმი წაუყენეს. საბოლოო ჯამში, 2000 ლარით დააჯარიმეს ეს ადამიანები"-განაცხადა ადგილობრივმა ვარლამ გოლეთიანმა.
რიონის ხეობაში ჰესის სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა, რის გამოც გუშინ, მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს