
ავტორი
Front News საქართველო
ხვალ, 28 აპრილს, წყალტუბოში, რიონის ხეობის მცველებმა საპროტესტო აქცია დაანონსეს. აქცია მაგისტრატი სასამართლოს შენობასთან 12:00 საათზე, "ენკას" წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვის პარალელურად დაიწყება.
ეს უკვე მესამე პროცესია, რომელიც ამ საქმეზე დაინიშნა, თუმცა წინა ორ პროცესს ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები არ დასწრებიან.
"რიონის ხეობის დარაჯებმა 23 მაისს დააანონსეს პერმანენტული აქციები თბილისში. მანამდე შემამზადებელი დემონსტრაციები გაიმართება სხვადასხვა ქალაქში. ამ ქალაქთაგან პირველი წყალტუბო იქნება. ხვალ, 28 აპრილს ჩანიშნულია სასამართლო, სადაც სახელმწიფო ინსპექტირების სამსახური კომპანია "ენკას" ედავება ხეობაში უკანონო სამუშაოების წარმოებას. აქტივისტებმა აქცია სწორედ ამ განხილვას დაამთხვიეს. შეგახსენებთ, რომ კერძო კომპანიამ უკვე ორჯერ აიგდო აბუჩად საქართველოს სასამართლო და ახსნა-განმარტებების გარეშე არ გამოცხადდა პროცესზე. ხვალ, 28 აპრილს, ნებისმიერ თქვენთაგანს აქვს შანსი, წყალტუბოს სასამართლოსთან დააფიქსიროს პროტესტი", – წერს სოციალურ ქსელში ხეობის ერთ-ერთი მცველი დათო სიმონია.
რიონის ხეობაში პროტესტი 182 დღეა, გრძელდება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს