
ავტორი
Front News საქართველო
"რიონის ხეობის მცველები" მსვლელობას მართავენ. ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან მიდიან, სადაც გზის გადაკეტვას აპირებენ.
"ჩვენ კიდევ ერთ გამაფრთხილებელ გადაკეტვას გავაკეთებთ, ამ შემთხვევაში ფილარმონიასთან. ამით ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ პროცესი რომელიც დაწყებულია ამ სიმართლის დადგენის გზაზე, გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. სხვა მოტივაცია და საფუძველი ზოგადად ამ პროტესტს არ აქვს. ჩვენ დღეს ვნახეთ იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც გასაჯაროვდა, სადაც პრაქტიკულად მხილებულია ხელისუფლება თავისივე უკანონო მოქმედებებში, ამიტომ ვალდებული ვართ კანონი აღვასრულოთ. ხვალ 4 საათზე, როდესაც შევიკრიბებით მოედანზე და მივმართავთ სიტყვით აქ შეკრებილებს, ამის შემდეგ კოლონით დავიძრათ ხეობაში და ჩვენ თვითონვე აღვკვეთოთ ხეობაში ეს უკანონო პროცესი"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს