Logo

რიონის ხეობის მცველების აქცია 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

Frontnews image description

რიონის ხეობის მცველები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. აქცია 23 მაისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. 

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები შეკრებას 14:00 საათიდან დაიწყებენ. მან მოსახლეობას ერთობისკენ მოუწოდა. 

"კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ 23 მაისს შევიკრიბოთ ორი საათიდან რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქში და მოვემზადოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის. ბრძოლა იწყება ახლა. ბრძოლა არ დაწყებულა არც 205 დღის წინ, არც კიდევ უფრო მანამდე როცა ჩვენ ვიბრძოდით და ამის შესახებ არ იცოდა საზოგადოებამ. ეს ბრძოლა იწყება იქიდან, როცა საზოგადოებამ იცის ამის შესახებ. ყველაზე მასშტაბური შეკრება იქნება ალბათ, 23 მაისის აქციაზე, აქედან დაიწყება ათვლა ჩვენი ბრძოლისა. ჩვენი სიმრავლით და მშვიდობიანი სტრატეგიით მივიყვანთ ამ ბრძოლას ბოლომდე", – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა კარვებში გუშინ, 205-ე ღამე გაათენეს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები