Logo

“რიონის ხეობის მცველების” ინფორმაციით, პოლიციამ ნამოხვანში დიდი ოდენობით ალკოჰოლი შეიტანა

საზოგადოება
1193
Frontnews image description

"რიონის ხეობის მცველების" ინფორმაციით, პოლიციამ ნამოხვანში დიდი ოდენობით ალკოჰოლი შეიტანა. მათივე განმარტებით, აღნიშნულის მიზანია, ინფორმაცია გაავრცელონ ისე, თითქოს ალკოჰოლური სასმელები კარვების დემონტაჟის დროს "ხეობის მცველების" პროტესტის ადგილიდან ამოიღეს.

პროტესტის მონაწილეები განმარტავენ, რომ ხეობაში ერთგვარი შინაგანაწესი აქვთ შემოღებული, რომლის მიხედვით პროტესტის ადგილას ალკოჰოლური სასმელების შეტანა ყველა "ხეობის მცველს" ეკრძალება. შესაბამისად, უწყვეტი პროტესტის განმავლობაში, ალკოჰოლური ნივთიერებები არავის მიუღია.

"ალკოჰოლის ჩადება უნდათ, მაგრამ არ იციან ის, რომ ჩვენ აქ წესი გვაქვს, რომ სასმელს არცერთი ჩვენგანი არ ვიღებთ. ალკოჰოლის დაკავშირება გუშინ მომხდარზეც სურთ, როდესაც პროპაგანდისტული ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს მდინარეში შესული მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო" – აცხადებს "რიონის ხეობის" ერთ-ერთი მცველი.

მომხდარს, ფოტოგრაფი ვახო ქარელიც ეხმაურება, რომელიც კარვებზე გამოკრულ ფოტოს აქვეყნებს: 
კარვებში მოსულმა და დამრჩენმა უნდა დაიცვას შემდეგი წესები:
1. არ დაანაგვიანოს რიონის ხეობა არანაირი ნარჩენით!
2. თავი შეიზღუდოს ყველანაირი ალკოჰოლური თრობისგან!
3. კარავში არ მოწიოს სიგარეტი!
4. დაიცვას კარვის სისუფთავე და წესრიგი!

"ნამოხვანში სტუმრობისას პირველი, რაც თვალში მომხვდა ორგანიზებულობასთან, სისუფთავესთან და წესრიგთან ერთად, ეს წარწერა იყო კარვებზე. გარშემო რომ მიმოიხედავდი თვალშისაცემი იყო რამდენად კარგად იცავდენენ იქ მყოფები ამ შინაგანაწესსაც. სიგარეტის ნამწავსაც კი ვერ ნახავდი ძირს დაგდებულს. ახლა სახელმწიფო მანქანა ცდილობს ამ პროტესტის გაშავებას და კარვების აღების გამართლებას სრულიად გაუგონარი მიზეზებით. არც სახელდახელოდ გაშლილი სუფრის კადრებს დაიშურებენ, ისეთი მობილიზაცია აქვთ. დღის ბოლოს იარაღის "ამოღებაც" არ გაუჭირდებათ კარვებიდან. სისტემა საკუთარი დადგმის და ვერსიის უკეთ გასავრცელებლად მედიებსაც კი არ უშვებს ტერიტორიაზე გადასაღებად. სხვა კი არაფერია ტოტალირიტარიზმი და ადამიანის უფლებების წიხლქვეშ გათელვა"-წერს სოციალურ ქსელში ვახო ქარელი.  

ამ წუთებში, რიონის ხეობაში დაძაბულია სიტუაციაა. სამართალდამცველებმა სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალეს. ნამოხვანში მუშაობის საშუალებას არ აძლევენ ჟურნალისტებსაც, პოლიცია მათ სოფელში არ უშვებს. ხეობაში მობილიზებულია დიდი ოდენობით სამართალდამცველები, ასევე შეყვანილია სპეცდანიშნულების რაზმი.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები