Logo

რიონის ხეობის მცველებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები აიღეს

Frontnews image description

რიონის ხეობის მცველებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები უკვე აიღეს. ისინი 16:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს კიდევ ერთხელ მიმართავენ, რის შემდეგაც რიონის ხეობისკენ გადაინაცვლებენ და გზას "ენკას" მანქანებისთვის გადაკეტავენ. 

"16:00 საათზე დავიწყებთ სიტყვით გამოსვლებს. დიდი ხანი აღარ გაგრძელდება, იმიტომ რომ ვგეგმავთ დავიძრათ ისევ რიონის ხეობისკენ. გადაიკეტება ხეობაში მისასვლელი გზები კომპანიის მანქანებისთვის მხოლოდ, მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება. მთელი ამ ხნის მანძილზე 5-ჯერ დაგვარბია სპეცრაზმმა და ეხლა არახალია ის განცდა, რომ ჩავალთ და რაღაც დაპირისპირება იქნება"-აცხადებს ვარლამ გოლეთიანი. 

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტი დედაქალაქიდან ისევ გუმათში ინაცვლებს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები