რიონში გაუჩინარებული ახალგაზრდის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტორი
Front News საქართველო
მდინარე რიონში გაუჩინარებული ახალგაზრდის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამძებრო სამუშაოებში 100-მდე მაშველია ჩართული. მყვინთავები სპეციალური წყალქვეშა მოწყობილობებით ეძებენ გაუჩინარებულ ახალგაზრდას, თუმცა ძებნას უამინდობა აფერხებს.
"გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რიონის ხეობაში. რა თქმა უნდა, მობილიზებულია მაქსიმალურად როგორც ცოცხალი ძალა, ასევე ყველა ტექნიკური საშუალება, რაც შეიძლება იყოს გამოყენებული ამ შემთხვევაში, თუმცა სამძებრო-სამუშაოებს ხელს უშლის კლიმატური პირობები და ის, რომ მდინარე არის ძალიან ადიდებული", – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე მდინარეში ღამით, ორი დღის წინ, შევიდა და გაუჩინარდა. იქ მყოფებმა ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ის დინებამ წაიღო.
მომხდარზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.
თაგები:





