რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ავტორი
Front News საქართველო
მდინარე რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ეს ის ახალგაზრდაა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, რიონში სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით შევიდა.
არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი, მეგობართან ერთად ნამოხვანში თბილისიდან სამი დღის ჩასული იყო. როგორც ადგილზე აცხადებენ, აქტივისტები მას კარგად არ იცნობდნენ.
ცხედრის პოვნას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, თუმცა აცხადებენ, რომ მისი ვინაობა ექსპერტიზის შემდეგ გაირკვევა.
თაგები:





