
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში მოქმედი რობოტიკის სკოლის მოსწავლეებმა ერთ-ერთი პროექტი ე.წ. “ჭკვიანი ურნა” მოსწავლეებმა თავიანთ პედაგოგთან ერთად დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინეს.
მათმა ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის გივი მოდებაძის განცხადებით, “მომავლის ბავშვების” მიერ წარმოდგენილი პროექტი მისაღებია ქალაქისთვის და “ჭკვიანი ურნები” ჭიათურაში უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხათუნა ცერცვაძე და მულტიფუნქციური ცენტრის უფროსი ნატალია პატარიძე ესწრებოდნენ.
ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი საგანმანათლებლო ჰაბია, რომლის მიზანია ახალგაზრდების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო სივრცეში მათ მიერ მიღებული ცოდნის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია.
თაგები:
გივი მოდებაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს