Logo

“როდესაც ამის დრო მოვა, პირველი ვიქნები მე, რომელიც მოგაწვდით ინფორმაციას”

საზოგადოება
1224
Frontnews image description

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატებთან დაკავშირებით საუბარი ჯერ ადრეა.

"მე იგივე პოზიცია მაქვს, რომ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. როგორც მოგეხსენებათ, არჩევნები შემოდგომაზეა, ამიტომ დაველოდოთ, ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო, ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, როდესაც ამის დრო მოვა, რა თქმა უნდა, გულწრფელად გეუბნებით, პირველები გაიგებთ თქვენ, პარტიის თავმჯდომარისგან და ჩემგან.

ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო დედაქალაქის მერი. მე ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, როდესაც ამის დრო მოვა, პირველი ვიქნები მე, რომელიც მოგაწვდით ინფორმაციას", – აცხადებს კალაძე. 

კითხვას, თუ რატომ არ ესწრებოდა ის გუშინდელ პოლიტსაჭოს სხდომას, კალაძე პასუხობს, რომ პრეზენტაციისთვის ემზადებოდა, ამასთან, მას კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი და კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდებოდა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები