
ავტორი
Front News საქართველო
ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი, რომელიც უცნობმა პირებმა მარტის დასაწყისში დააზიანეს, შეკეთებული ამ დრომდე არ არის. მონუმენტი დღეს ავტორმა მოინახულა.
ირაკლი წულაძე აცხადებს, რომ მსგავსი ვანდალური ქმედების ჩამდენი აუცილებლად უნდა დაისაჯოს.
"საგანგაშო არის საზოგადოების ნაწილის შეგნებისა და განათლების დონეზე. როდესაც ასეთი მნიშვნელობის მონუმენტის მიმართ საზოგადოების ნაწილს ეს დამოკიდებულება აქვს, ვანდალიზმი, დაზიანება თუ სხვა, ეს არის ყოვლად მიუღებელი და ამაზრზენი.
როგორც ავტორისთვის ძალიან რთულია ამის ნახვა. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნამუშევრის მესიჯიდან გამომდინარე უფრო დრამატული და სოციალური კვალი დაემჩნა ამ მემორიალს"- განაცხადა ირაკლი წულაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს