Logo

“როდესაც ასეთი წნეხი შეიქმნება, გაცილებით უარესს მდგომარეობაში ჩავარდებიან, იძულებული იქნებიან რაღაც გააკეთონ”

საზოგადოება
1213
Frontnews image description

ევროპარლამენტარების მიერ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას "ლელო საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აფასებს. 

მისი განმარტებით, ევროკავშირმა "ქართული ოცნების" რეალური სახე კარგად დაინახა. 

"პრემიერის გუშინდელი განცხადება, რომ მოლაპარაკებები არის დროის ტყუილი კარგვა, არის გამოხატულება იმის, თუ რამდენად არასერიოზულად ეკიდება "ქართული ოცნება" თავის პასუხისმგებლობას და ვერ გრძნობს იმ რისკებსა და გამოწვევებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს. უნდა გაიაზრონ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობა სასწორზეა შეგდებული, ჩვენ ვართ ურთულეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ კრიზისში. გამოსავალი არის ერთადერთი, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაანებოს თავი ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებას ნებისმიერ ფასად. ვერ ითავისებს, რომ თვალში შეიძლება ნაცარი შეაყარო შენს თანამოქალაქეებს, შენს მხარდამჭერებს, მაგრამ მეორე მხარეს არის ძალიან გონიერი ძალა ევროკავშირის სახით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სახით, რომელთაც კარგად ესმით და კარგად ხედავენ სინამდვილეში, რომ "ქართულ ოცნებას" არანაირი რეფორმის გატარება არ უნდა, არანაირი ნაბიჯის გადადგმა არ უნდა იმისათვის, რომ ქვეყანაში განიმუხტოს კრიზისი. ევროპარლამენტიდან 7 ადამიანი ხომ არ არის ცოტა? მერე ეტყვის 50, მერე 100, შემდეგ მთელი ევროპარლამენტი. როდესაც ასეთი წნეხი შეიქმნება, გაცილებით უარესს მდგომარეობაში ჩავარდებიან. იძულებულები იქნებიან რაღაც გააკეთონ", – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით საქართველოში უშედეგო მოლაპარაკებებს ევროპარლამენტარები გამოეხმაურნენ. 

"მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს კომპრომისზე, ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულებრივ გაგრძელდება. მოვუწოდებთ ქართველ ლიდერებს, იმოქმედონ მყისიერად. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის მომავალი საფრთხეშია. 

ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ დადგეს საპასუხო შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხში, მათ შორის შეწყდეს შემდგომი ხარჯები და გაიზარდოს ევროკავშირის მაკრო-ფინანსურ დახმარებასთან და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებული მოთხოვნები" – ნათქვამია ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები