როდოსის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეები როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ მიიღო


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე, როდოსის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებთან ერთად, როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ მიიღო.
სალომე დოლიძემ როდოსის მიტროპოლიტ კირილე II-ს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკის განხორციელების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ საბერძნეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირებზე ისაუბრა, ბანაკის მონაწილე ახალგაზრდები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.
საერთაშორისო ბანაკი კუნძულ როდოსზე, აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე ახალგაზრდებისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით, სს – “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ მხარდაჭერით მიმდინარეობს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს