Logo

როენა ხუცურაული საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

Frontnews image description

როენა ხუცურაული, მეტსახელად “მამიდა” საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

 

გარდაცვლილი მეზობლებმა ნახეს და 112-ზე დარეკეს, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია მივიდა.

 

ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

ადგილობრივების თქმით, მას გულზე პრობლემები ჰქონდა და ბოლო პერიოდში ხშირად ავადმყოფობდა.

 

როენა ხუცურაული რამდენჯერმე პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით იყო ნასამართლევი. 2019 წელს, ის პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე პირთან ერთად დააკავეს, შემდეგ კი 30 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

თაგები:

ცხედარი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები