“როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, აქ შესაძლოა, არსებობდეს კომპრომისისთვის სივრცე და მზად ვართ, შესაბამისი კომპრომისისთვის”

ავტორი
Front News საქართველო
როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, ამ საკითხზე შესაძლოა, არსებობდეს კომპრომისისთვის სივრცე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, ნიკა მელიას გათავისუფლებისთანავე, ყოველგვარი პირობების გარეშე მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში.
"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კომპრომისისთვის მზად ვართ. ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, ყოველგვარი პირობების გარეშე, "ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას იღებს მოლაპარაკებებში. რაც შეეხება სხვა საკითხებზე კომპრომისებს, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ უნდა მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილება პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულების, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და იმის თაობაზე, რომ ქვეყანას სჭირდება ვადამდელი არჩევნები. რაც შეეხება იმას, როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, აქ შესაძლოა, არსებობდეს კომპრომისისთვის სივრცე და ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი კომპრომისისთვის. იმედი მაქვს, "ქართული ოცნება“ გადახედავს საკუთარ პოზიციებს და იმ განწყობით არ მოვა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანოს, როგორც ეს დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს მოხდა. ოპოზიციამ არა ერთხელ დაადასტურა შეთანხმების მზადყოფნა“, – განაცხადა სამადაშვილმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


