
ავტორი
Front News საქართველო
დღეს ენერგოეფექტურობა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება ბიზნესისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მზის ენერგია კი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც კომპანიებს არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვაში, არამედ ხარჯების ოპტიმიზაციასა და ფინანსური სარგებლის მიღებაშიც ეხმარება.
თუ გსურთ გაიგოთ, რა ფინანსური სარგებლის მოტანა შეუძლია მზის ენერგიის გამოყენებას თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის, რა ეტაპები უნდა გაიაროთ მზის ელექტროსადგურის მშენებლობისას საქართველოში და რა უნდა გაითვალისწინოთ ამ პროცესში, Businesscourse.ge-ზე შეგიძლიათ სრულად დაფინანსებული კურსი გაიაროთ.
კურსს უძღვება Helios Energy-ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია, რომელიც გაგიზიარებთ როგორც ტექნიკურ, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას მზის ენერგიის გამოყენების მიმართულებით.
კურსის ფარგლებში გაიგებთ:
როგორ ვითვისებთ მზის ენერგიას;
რა უპირატესობები აქვს მზის ენერგიის გამოყენებას;
როგორ მუშაობს მზის ელექტროსადგური;
როგორ შეიძლება მზის ენერგიის გამოყენება საკუთარი მოხმარების შესამცირებლად;
რას წარმოადგენს ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურები;
რა დაფინანსების წყაროები არსებობს მსგავსი პროექტებისთვის;
როგორ განისაზღვრება პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობა;
რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად კომპანიები და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება;
როგორია მზის ენერგიის მომავალი და თანამედროვე ინოვაციები.
Businesscourse.ge საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს პრაქტიკულ და სრულად დაფინანსებულ კურსებს სთავაზობს. პლატფორმაზე ამჟამად 70-ზე მეტი კურსია ხელმისაწვდომი, პროგრამებზე უკვე 100,000-ზე მეტი რეგისტრაცია დაფიქსირდა.
კურსები მუდმივად ახლდება და თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებს პასუხობს, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღონ მათ ინტერესებზე მორგებული ცოდნა.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს