“როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დიალოგი, ქართველი ხალხი გაიგებს, რომ “ქართული ოცნება“ იყო ყველაზე კონსტრუქციული”


ავტორი
Front News საქართველო
როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი – შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი, ისევე როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, გაიგებენ, რომ მთელ ამ პროცესში, ალბათ, „ქართული ოცნება“ სწორედ იყო ის ერთადერთი პარტია, რომელსაც ჰქონდა კონსტრუქციული მიდგომები და ეს მტკიცდება ფაქტებითაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა.
"ჩვენ ყველა ქმედებით ვაჩვენებთ კონსტრუქციულობას, მათ შორის საგამოძიებო კომისიის შექმნითაც. ამიტომაც, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დიალოგი, მათ შორის მედიაციის პროცესი, საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი გაიგებს, რომ „ქართული ოცნება“ იყო ყველაზე კონსტრუქციული. იგივე მესიჯი და გზავნილი გვაქვს შარლ მიშელისთვის, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, რომ გამოვდივართ 2 უმთავრესი პროცესიდან: შეთანხმება იყოს სამართლიანი და ისეთი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს