როგოზინი – ბირთვულ ომში ნატო-ს ქვეყნები ნახევარ საათში განადგურდებიან


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთში ბირთვული ომის დაწყების რისკებზე კვლავ ალაპარაკდნენ და აცხადებენ, რომ ნატო-ს ქვეყნების „განადგურება“ ნახევარ საათში შეუძლიათ.
ამის შესახებ „როსკოსმოსის“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა.
„ბირთვულ ომში ნატოს ქვეყნები ნახევარ საათში განადგურდებიან, მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, რადგან ბირთვული დარტყმების გაცვლის შედეგები გავლენას მოახდენს ჩვენი დედამიწის მდგომარეობაზე. ამიტომ, მტრის დამარცხება მოგვიწევს ეკონომიკურად და სამხედრო გზით უფრო ძლიერი შეიარაღებული საშუალებებით“, – წერს ის.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს როგოზინმა რუსული იარაღის ახალი ტიპების შეფასებისას განაცხადა, რომ ომის შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა შეიძლება გაანადგუროს რუსული სტრატეგიული ბირთვული პოტენციალის 80-90% დაპირისპირების პირველ საათებში. შემდეგ ის ამტკიცებდა, რომ რუსეთს სჭირდებოდა “ტექნოლოგიური გარღვევა მისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამების დონეზე” მასთან დასაპირისპირებლად.
თაგები:
ბირთვული იარაღი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს