
ავტორი
Front News საქართველო
ხანდახან არის ისეთი მომენტები, რომელიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. 29 აპრილს აქციაზე აქ ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ხარ რუსეთის, ოკუპანტის მხარეს და საქართველოს მომავლის წინააღმდეგ, – ამის შესახებ Front News-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.
მისი თქმით, “ოცნებას” მოქალაქეები აქციაზე იმისთვის ჩამოჰყავს, რომ შემდეგ თქვან, რამდენი უჭერთ მათ მხარს.
“ჩვენ ბევრჯერ გვინახავს, რომ მმართველ პარტიას ჩამოუყვანია ხალხი და თავისი მომხრეების დემონსტრირება მოუხდენია საჯარო მოხელეების მეშვეობით და ეს სჭირდებათ სურათისთვის, რომ შემდეგ ტელევიზორში ატრიალონ – რამდენი უჭერთ მათ მხარს.
ახლა, ვინც ჩამოდის, ბაღის თანამშრომელი იქნება, მასწავლებელი თუ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი ვერ დაიწუწუნებენ, რომ სამსახურიდან გამაგდებენ და რა ვქნაო. ხანდახან არის ისეთი მომენტები, რომელიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. აქ ჩამოსვლა ახლა ნიშნავს, რომ ხარ რუსეთის, ოკუპანტის მხარეს და საქართველოს მომავლის წინააღმდეგ.
ამიტომ, ის, რომ ხელისუფლება ახორციელებდეს ზეწოლას მათზე, ვერ გამოდგება გამამართლებელ საბუთად”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს