Logo

რომან გოცირიძე – ახალი ბოლშევიკური მოწოდებები გაჩნდა, ყალბი მორალიზმია ეს

პოლიტიკა
1348
Frontnews image description

ხელისუფლების დაფინანსებულ კონცერტებზე არ უნდა წავიდეს ჭეშმარიტად ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეო, ახალი ბოლშევიკური მოწოდებები გაჩნდა. ყალბი მორალიზმია ეს, – წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.

 

“ეს კონცერტები ხალხის (ბიუჯეტის) ფულითაა დაფინანსებული (რაც ცუდია) და ზედ ჩვენი ყოფიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდ ფულსაც ამატებენ ადამიანები.

 

ეს არაა პარტიული ღონისძიება, ესწრება თუ არა მას რომელიმე პარტიული საძულველი პირი. ხელისუფლების დაფინანსებული პენსიაც არ უნდა აიღოს ოპოზიციონერმა და მეტროშიც ორჯერ მეტი უნდა გადაიხადოს, რადგან ხელისუფლების მიერაა სუბსიდირებული? მაშინ არც სუბსიდირებული ღვინო უნდა დალიოს და არც თეატრებში იაროს.

 

სისულელეა ვინმესადმი საყვედური, რატომ დადის კონცერტებზე. 

 

ამ ხელისუფლების მომხრე მწერლების წიგნებიც არ წავიკითხოთ, მაგალითად, ჭაბუა ამირეჯიბის? არც ლაშა ტალახაძის გამარჯვება გაგვიხარდეს?

 

ძალიან ბოლშევიკური მიდგომაა”, – წერს გოცირიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები