რომან გოცირიძე – ალბათ, სხვა ქვეყნებსაც მიულოცა და საქართველოს გამოტოვება არ იქნებოდა პოლიტიკურად კორექტული


ავტორი
Front News საქართველო
ალბათ, სხვა ქვეყნებსაც მიულოცა და საქართველოს გამოტოვება არ იქნებოდა პოლიტიკურად კორექტული, – ამის შესახებ Front News-ს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ მარკ რუტეს მილოცვასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, რუტემ დამდეგი ახალი წელი ქვეყანას მიულოცა და არა ირაკლი კობახიძეს.
“მარკ რუტემ ქვეყანას, საქართველოს მიულოცა ახალი წელი და არა ირაკლი კობახიძეს.
საქართველოს მიულოცა, რომელიც ნატოს წევრობის კანდიდატია ოფიციალურად და ამაზე საქართველოს კონსტიტუციაშიც წერია, რომ ქვეყანა ნატოში უნდა შევიდეს.
მან, ალბათ, სხვა ქვეყნებსაც მიულოცა და საქართველოს გამოტოვება არ იქნებოდა პოლიტიკურად კორექტული”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ნატოს გენერალური მდივანმა მარკ რუტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალი წელი მიულოცა.
თაგები:
რომან გოცირიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს