
ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირი პირდაპირ ამბობს, რომ ამ ხელისუფლების მმართველობაში დარჩენის პირობებში საქართველო მოექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები ეტაპობრივი და სხვადასხვა სახის იქნება.
“ევროკავშირი პირდაპირ ამბობს, რომ ამ ხელისუფლების მმართველობაში დარჩენის პირობებში საქართველო მოექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში.
ეტაპობრივი სანქციები იქნება – ჯერ პერსონალური, შემდეგ ურთიერთობების შეწყვეტა მაღალჩინოსნებთან და მერე მივა საქმე საფინანსო დახმარების შეწყვეტამდე.
ბოლოს კი საქმე მივა უკვე იმ სხვა სიკეთეებთან, რაც ამ 30 წლის განმავლობაში ქვეყანამ ეტაპობრივად და სისხლის ფასად მიიღო”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს