რომან გოცირიძე – ამ ფორუმზე მსოფლიოს 90 ქვეყანა მონაწილეობს და საქართველოს არმონაწილეობა წარმოუდგენელი რამ იქნებოდა

ავტორი
Front News საქართველო
ამ ფორუმზე მსოფლიოს 90 ქვეყანა მონაწილეობს და საქართველოს არმონაწილეობა პირდაპირ დსთ-ის გაერთიანებაში განაცხადი იქნებოდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ 2 წელია, ირაკლი კობახიძე ანტიუკრაინულ კამპანიას ატარებს, ის ამ ფორუმზე შერცხვენილი იქნება.
“ამ ფორუმზე მსოფლიოს 90 ქვეყანა მონაწილეობს და საქართველოს არმონაწილეობა წარმოუდგენელი რამ იქნებოდა. ფაქტობრივად, ეს პირდაპირ დსთ-ის გაერთიანებაში განაცხადი იქნებოდა. ბუნებრივია, რომ ეს დაუშვებელი იყო, ვერ გაბედა ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ, როდესაც ირაკლი კობახიძე უკრაინასთან დაკავშირებულ ფორუმზე ჩადის და მანამდე ლანძღავს ამ ქვეყანას, პირადად მის პრეზიდენტს, 2 წლის განმავლობაში ფაქტობრივად, ანტიუკრაინულ კამპანიას ეწევა და რუსეთს უჭერს მხარს პოლიტიკურადაც და თუნდაც პარალელური ე.წ იმპორტის დაშვებით, რომელიც თურქეთიდან რუსეთში საქონელი შეედინება – ასეთ ვითარებაში ის იქ შერცხვენილი და ფაქტობრივად, ხელჩამოურთმეველი პიროვნება იქნება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.
თაგები:
რომან გოცირიძე




