
ავტორი
Front News საქართველო
ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი იქნება რუსეთთან დროებითი სავიზო რეჟიმის ამოქმედება – ამის შესახებ Front News-ს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ რუსეთიდან მოქალაქეების მასობრივად შემოდინების თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, საკითხი კომპლექსურია და ბევრი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი.
“რთული საკითხია. დასაგმობია ხელისუფლების ქმედება, როდესაც რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი არ შემოუშვეს, სანაცვლოდ სხვებს, ყველას განუკითხავად უშვებენ.
ამ სიტუაციაში გამოსავალი იქნება დროებითი სავიზო რეჟიმის დაწესება, ანუ, არა სრულად დახურვა, არამედ მეტი კონტროლის დაწესება“, – განაცხადა გოცირიძემ.
ბოლო მონაცემებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს