Logo

რომან გოცირიძე – ამ შემთხვევაში ერთი მძლავრი პარტიის შექმნა, რომელსაც აქვს დიდი პერსპექტივა, არის სწორი

პოლიტიკა
13.03.2024 / 16:04
Frontnews image description

როგორი იქნება ოპოზიციის განლაგება წინასაარჩევნოდ სტარტზე, ამის პროგნოზირება შეუძლებელია, სანამ არ დამთავრდება პროცესები “ნაციონალურ მოძრაობაში”. მე ჩემს თავს განვიხილავ დიდი კოალიციის ნაწილად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ერთობით ერთი მძლავრი პარტია შეიქმნა, რომელსაც აქვს დიდი პერსპექტივა.

 

“მე ჩემს თავს განვიხილავ დიდი კოალიციის ნაწილად. “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსვლის დღიდან, მე არასდროს მითქვამს, რომ მე შევდივარ რომელიმე პარტიაში ან არსებულში, ან ახლად შექმნილში. თუ როგორი იქნება ოპოზიციის განლაგება წინასაარჩევნოდ სტარტზე, ამის პროგნოზირება შეუძლებელია, სანამ არ დამთავრდება პროცესები “ნაციონალურ მოძრაობაში”. გვეგონა, რომ ეს პროცესი დამთავრდა და ნიკა მელიას მომხრეები შექმნიდნენ პარტიას, მაგრამ მოულოდნელად, სულ სხვა რეალობა მივიღეთ და გვარამია თავისი მომხრეებით ასევე გამოეყო “ნაციონალურ მოძრაობას”. კარგია, რომ არ იქმნება ორი პარტია, ამ შემთხვევაში ერთი მძლავრი პარტიის შექმნა, რომელსაც აქვს დიდი პერსპექტივა, არის სწორი. “ნაციონალური მოძრაობის” რყევების პროცესი უნდა დამთავრდეს. ამის შემდეგ ოპოზიციას ექნება საშუალება წარმოიდგინოს ის მოდელი, როგორ გადის, გადის პარლამენტში მეტი ადგილებით, 5%-იანი ბარიერის გადალახვის გზით, თუ გადის ამ ხელისუფლების შესაცვლელად”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

Advertisement