Logo

რომან გოცირიძე – ამას ვამბობთ სანქციების დაწესების დღიდან, რომ საქართველოს გამოყენება ხდება რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად

პოლიტიკა
1181
Frontnews image description

ამას ვამბობთ სანქციების დაწესების დღიდან, რომ საქართველოს გამოყენება ხდება რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად, – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა. 

 

მისი თქმით, არსებობს საფრთხე,  რომ ჩეხეთის ელჩის მიერ გამოთქმული ეჭვი, საფუძველს მოკლებული არაა. 

 

“ამას ვამბობთ სანქციების დაწესების დღიდან, რომ საქართველოს გამოყენება ხდება რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად, რუსეთმა სპეციალურად მიიღო  ე.წ. პარალელური იმპორტის შესახებ კანონი. ნებისმიერი მარკაშეცვლილი პროდუქციის რუსეთში შესვლა ნებადართულია.   

 

ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად,  საქართველოს  ერთი ნორმატიული აქტიც არ მიუღია, რომელიც დაარეგულირებდა სანქციების გვერდის ავლის საკითხს. გარდა სიტყვიერი განცხადებისა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამის შეჩერების,  არ გვაქვს.  ამიტომ საფრთხე  რომ  ასეთი ფაქტები, რის შესახებაც ელჩმა ისაუბრა, შესაძლოა მართლაც ხდებოდეს.  დაგვასანქცირებენ და  ეს ჩვენს ქვეყანას ძალიან დაზარალებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები