Logo

რომან გოცირიძე – ამერიკის სპეცსამსახურებმაც კი არ იციან, ვინ არის, რა უნდოდა, “ქართულმა ოცნებამ” უკვე გამოიძია და დაადგინა

პოლიტიკა
721
Frontnews image description

ის ლაწირაკი, ნაძირალა ბიჭი, რომელმაც ტრამპზე თავდასხმა განახორციელა, ამერიკის სპეცსამსახურებმაც კი არ იციან, ვინ არის, “ქართულმა ოცნებამ” კი  უკვე გამოიძია და დაადგინა, რომ ეს იყო “გლობალური ომის პარტიის” მიერ დაქირავებული ადამიანი , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

 

“ქართული ოცნება” სიხარულით ამბობს, რომ თურმე “გლობალური ომის პარტია” აღმოაჩინა. ის ლაწირაკი, ნაძირალა ბიჭი, რომელმაც ტრამპზე თავდასხმა განახორციელა, რომლის მოტივიც ნათელი არ არის, ამერიკის სპეცსამსახურებმაც კი არ იციან, ვინ არის, რა უნდოდა, “ქართულმა ოცნებამ” უკვე გამოიძია და დაადგინა, რომ ეს იყო “გლობალური ომის პარტიის” მიერ დაქირავებული ადამიანი. ახლა იტყვიან, თბილისში ბუშზე თავდასხმას ვინც ახორციელებდა, თურმე მასონები ჯერ კიდევ ოცი წლის წინ თბილისში ყოფილან. “ქართული ოცნების” მხრიდან ეს ყველაფერი უზნეო საქციელია, რადგან ტრამპის საკითხს შიდა დაპირისპირებისთვის იყენებენ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

13 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს პენსილვანიაში მიტინგზე გამოსვლისას ესროლეს. თავდასხმის შედეგად მან დაზიანება მარჯვენა ყურზე მიიღო. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები