
ავტორი
Front News საქართველო
“ანაკლიის პროექტის გაჩერებით, ქვეყანამ დაკარგა მნიშვნელოვანი ინვესტიციები და მისი პოლიტიკური როლის გაძლიერების საშუალება. ამ პროექტის გაჩერებით ხელისუფლებამ რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები განახორციელა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტია და უნდა აშენდეს.
“ეს პროექტი არის სიცოცხლისუნარიანი და აშენდება, მაგრამ აშენდება არა ამ ხელისუფლების მიერ, არამედ იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც ორიენტირებული იქნება ხალხის სამსახურზე, ქვეყნის სამსახურზე და არა პირად ინტერესებზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს