რომან გოცირიძე – აპირებენ არაკონსტიტუციური კანონის მიღებას, რაც ზუსტად მორიგი რუსული კანონია


ავტორი
Front News საქართველო
აპირებენ არაკონსტიტუციური კანონის მიღებას, რაც ზუსტად, მორიგი რუსული კანონია. ასეთი კანონი არსებობს რუსეთში, რომელიც პუტინის მიერაა მიღებული წინასაარჩევნოდ, – ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ კანონის მიღებით “ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიას გეგმავს.
“მსგავსი კანონის მიღებას სჭირდება ცვლილებები კონსტიტუციაში. იციან, რომ ეს კანონი არაკონსტიტუციურია და მიღების შემდეგ გასაჩივრდება არასამთავრობოების თუ კონკრეტული პირების მიერ.
მათ უნდათ, რომ ამ თემაში წინასაარჩევნოდ დისკუსიაში ჩაითრიონ ადამიანები გამოგონილი, თითიდან გამოწოვილი ე.წ. მგრძნობიარე თემებით. იქცევიან ამაზრზენად, აპირებენ არაკონსტიტუციური კანონის მიღებას, რაც ზუსტად, მორიგი რუსული კანონია. ასეთი კანონი არსებობს რუსეთში, რომელიც პუტინის მიერაა მიღებული წინასაარჩევნოდ.
აგენტების რუსული კანონის მიღებით გამოწვეული კრახის შემდეგ, “ქართულ ოცნებას” უნდა მგრძნობიარე თემებით წინასაარჩევნოდ მანიპულირება. 17 მაისი, ე. წ. ოჯახის სიწმინდის დღე ოფიციალურ, უქმე დღედ უნდათ რომ გამოაცხადონ და არაკონსტიტუციური კანონიც უნდათ რომ მიიღონ ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით. იციან, რა, რომ კონსტიტუციის საწინააღმდეგოა ეს კანონი გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში, ამით წინასაარჩევნოდ ტრადიციების დაცვის მოწინააღმდეგეებად გამოაცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
“ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით “ქართულმა ოცნებამ” კანონების პაკეტი დააინიიცირა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.
თაგები:
რომან გოცირიძე