
ავტორი
Front News საქართველო
“აქციას, რომელსაც სიმბოლურად ერქვა სახელი “მოვდივართ“, სინამდვილეში მისი ნამდვილი სახელი იყო “მივდივართ“, – განაცხადა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში.
მისი თქმით, აქციაზე გამომსვლელებმა პირდაპირ გადმოიღეს თებერვალში, სახელმწიფო დუმაში პუტინის გამოსვლის ტექსტი.
“არცერთი თეზისი არ დაუკლიათ, დაწყებული ევროპისა და ამერიკის ძაგებით, სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის საკითხებით, რომ თურმე დასავლეთი ჩვენს მართლმადიდებლურ მორალს ანადგურებს. ერთმა ისიც თქვა, სუვერენული ეკონომიკა გვინდაო. პუტინმა სუვერენული დემოკრატია ახსენა, რაშიც გულისხმობს შეკრეჭილ, ფატობრივად, რუსულ დემოკრატიას, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისივე შეფასებით, ეს იყო ანტიუკრაინული და ანტიდასავლური მესიჯი.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს