
ავტორი
Front News საქართველო
"აირზენას" გაიაშვილი სასტუმროს აშენებს რუსთაველზე, ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაში. 1956 წლის 9 მარტს იმ შენობის წინ საბჭოთა რეჟიმმა ხალხი დახვრიტა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ტყვიის კვალი დაცული უნდა იყოს შუშით.
"1956 წლის 9 მარტს საბჭოთა რეჟიმმა თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეები დახვრიტა. რუსთაველზე, კავშირგაბმულობის იმ შენობის კედელს 70 წელიწადია ნატყვიარები ამჩნევია. დამატებითი მითქმა-მოთქმა და მღელვარება რომ არ გამოეწვია, მაშინაც კი არ ჩათვალეს საჭიროდ ამ ნაკვალევის წაშლა. ახლა იქ სასტუმროს აშენებენ. არავინ გაბედოს (პირველ რიგში თბილისის მერიამ) ამ ნატყვიარების ჩამონგრევა. ფასადი ხელუხლებელი უნდა დარჩეს.
ვინაიდან სასტუმროს რუსეთთან დაკავშირებული პირები აშენებენ, ამის რისკი არსებობს.
სასურველია კედელი შუშით დაიფაროს და მას სამუზეუმო ელფერი მიეცეს. ეს ჩვენი ბრძოლის მატერიალური ნიშანია და ასე უნდა შემორჩეს შთამომავლობას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს