
ავტორი
Front News საქართველო
ევროპისა და ამერიკისთვის წყალგამყოფი არჩევნებია. არჩევნები თუ გაყალბდა, ხელისუფლება ტოტალურ სანქციებში აღმოჩნდება, საუბედუროდ, ქვეყანაც. ბიძინა ივანიშვილს სანქციები სანატრელი გაუხდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან ხელისუფლების მისამართით სანქციები გარდაუვალია.
“ევროკავშირის მხრიდან ამა თუ იმ ფორმით სანქციები გარდაუვალია, მაგრამ ევროპისთვის და ამერიკისთვის წყალგამყოფი არჩევნებია. არჩევნები თუ გაყალბდა, ხელისუფლება ტოტალურ სანქციებში აღმოჩნდება, საუბედუროდ, ქვეყანაც. ბიძინა ივანიშვილს სანქციები სანატრელი გაუხდება. ამიტომ, მთავარი სიგნალია, არჩევნებამდე ოთხი თვე დარჩა და ძალადობას შეეშვით, არჩევნები მეტ-ნაკლებად მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩაატარეთო. “ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, მერე რა, თუ ამერიკაში არ შეგვიშვებენო, ეს არის დამღა. ეს ნიშანი ექნება 84 დეპუტატს, როგორც მოღალატეებს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს