
ავტორი
Front News საქართველო
იმდენს იზამს ეს ხალხი, რომ ისე გავბრაზდები, ავდგები და ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობაზე, ამით ხომ ნამდვილად ეშველებოდა ქვეყანას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“გირჩის” დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმაც განაცხადა, რომ სურს საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად.
იმდენს იზამს ეს ხალხი, რომ ისე გავბრაზები, ავდგები და ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარეობაზე. ამით ხომ ნამდვილად ეშველებოდა ქვეყანას, ოლიგარქობაც მოისპობოდა და ეროვნული თანხმობის მთავრობასაც შევქმნიდი “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად.
არც პატარა პარტიებს დავტოვებდი ნაწყენი. ბატონ ვახტან მეგრელიშვილს სულაც ვიცე-პრემიერად დავნიშნავდი, როგორც რადიკალური ცვლილებების ინსპირატორს. აბა, რომ არ გავბრაზებულიყავი, ხომ ვერ მოვაჯდებოდი “ქართულ ოცნებას”? წინა გამბრაზებლებსაც მიუძღვით თავიანთი წვლილი რა თქმა უნდა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ბოლო წვეთია, სავსე ფიალიდან წყალი რომ გადმოიღვაროს.
ამ ჭიქით (ჩაის მივირთმევ) იმ ერთ წვეთს გაუმარჯოს, რევოლუციას რომ მისცემს ბიძგს!” – წერს გოცირიძე.
ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობა მასაც უნდა.
“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა მეც მინდა, სერიოზულად რომ შეხედონ ამ საქმეს, მართლა წარვდგებოდი გეგმით, რომლითაც ეს პარტია ბევრად ეფექტური იქნებოდა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Froman.gotsiridze%2Fposts%2Fpfbid02zR6DzkvoFDT9FGkYXj6vGZQMruh6jSjTPxyfiai8pdStzJxnytfCUPfc4RAwQ29Vl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”451″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს